მირჩა ლუჩესკუ - ვილიანის „იუვენტუსში“ ხილვა ნამდვილად ძალიან გამიხარდება
მილანის „ინტერის“ ყოფილმა მწვრთნელმა, რუმინელმა მირჩა ლუჩესკუმ, „ჩელსის“ ნახევარმცველ ვილიანის „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
„გავუწევდი თუ არა ვილიანს რეკომენდაციას? ცალსახად. ბედნიერი ვიქნები, თუ ბრაზილიელი ტურინულ გუნდს აირჩევს. მან „ჩელსიში“ ბევრი წელი გაატარა და ალბათ მოვიდა დრო, რომ რაღაცა შეცვალოს“, – ამბობს ლუჩესკუ „იუვენტუსის“ ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში.
რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვილიანი ვერ მიელაპარაკა ლონდონურ კლუბს კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე და მიმდინარე ზაფხულს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.