მიქელთაძის წარმატებული დაბრუნება - ქართველმა თავდამსხმელმა გუნდს გამარჯვება მოუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ბექა მიქელთაძემ სამხრეთ კორეაში ისევ გაიტანა და „გვანჯუს“ გასვლაზე საჩემპიონო ჯგუფში მოსახვედრად დაწყებულ ბრძოლაში კონკურენტ „სეულთან“ მატჩის მოგებაში დაეხმარა – 2:1.

ქართველი თავადმსხმელი 3 მარტს დაშავდა, მას შემდეგ მკურნალობდა და სამი თვე გაუცდა. ბექა მიქელთაძე „სეულთან“ სამხრეთ კორეას K ლიგა 1-ის მე-16 ტურის შეხვედრაში მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო.

ბექამ გადამწყვეტი გოლის გატანა 77-ე წუთზე მოახერხა. საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს ძელთან დახვდა, „სეულის“ კარი აიღო და „გვანჯუს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

16 ტურის შემდეგ ქართველი ფეხბურთელის გუნდი 19 ქულით მე-7 ადგილზეა და საჩემპიონო ჯგუფის ზონას მხოლოდ ქულით ჩამორჩება. ბექა მიქელთაძემ კი მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე პირველი გოლი ჩაიწერა.