ახალი წლის პირველი მატჩი არ შედგა - მიქელთაძის „ნიუკასლ ჯეთსის“ მატჩი გადაიდო #1TVSPORT
ბექა მიქელთაძე პირველი ქართველი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო, რომელიც 2022 წელს ითამაშებდა. მაგრამ დაგემილ ტურში იძულებითი ცვლილების გამო დასვენება მოუხდა.
ქართველი თავდამსხმელის გუნდს, „ნიუკასლ ჯეთსს“ 1 იანვარს „ჯონს მაკდონალდ სტადიონზე“ ავსტრალიის „ა“ ლიგის მე-7 ტურში „მელბურნ სიტისთის“ უნდა ემასპინძლა, მაგრამ მატჩი გადაიდო.
მიზეზი „მელბურნი სიტიში“ არსებული მდგომარეობა გახდა. ავსტრალიის „ა“ ლიგის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ახალი წლის პირველი მატჩი „მელბურნ სიტიში“ კორონავირუსის დადებითი შემთხვევების გამო გადაიდო. მელბურნის გუნდმა თამაშამდე დაადასტურა, რომ გუნდში ბევრი კოვიდინფეცირებულია.
ავსტრალიის „ა“ ლიგის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გადადებული მატჩის ჩატარების თარიღი უახლოეს პერიოდში დადგინდება. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის „ა“ ლიგაში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ ბექა მიქელთაძემ 4 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ლიდერია.