მიქელთაძემ სეზონი გოლით გახსნა - ბექამ „ნიუკასლს“ ბოლო წამზე მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT
„ნიუკასლ ჯეტსმა“ (სადაც ორი ქართველი ფეხბურთელია) ურთულესი მატჩი მოიგო ავსტრალიის A ლიგის მეორე ტურში – გუნდმა საკუთარ მოედანზე „პერტ გლორი“ მიიღო და ბექა მიქელთაძის გოლით 2:1 დაამარცხა.
ორივე ქართველი ფეხბურთელი, ბექა დარცმელია (90-ე წუთზე შეცვალეს) და ბექა მიქელთაძე „ნიუკასლ ჯეტსის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. 59-ე წუთზე „ნიუკასლი“ ჯორდან ელსიმ დააწინაურა. მაგრამ შემდეგ მან 73-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში წესი დაარღვია და სტუმრებმა აარონ მაკენეფის პენალტით ანგარიში გაათანაბრეს.
ამ დროს „ნიუკასლი“ 10 კაცით დარჩა, რადგან პენალტის დანიშვნისას ელსიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. რთულ ვითარებაში ჩავარდნილმა გუნდმა მიქელთაძის გოლით მაინც მოიგო. ქართველმა თავდამსხმელმა 90+4 წუთზე „პერტის“ კარი მეორედ აიღო და გუნდს სეზონში პირველი 3 ქულა მოუტანა 2:1.
ავსტრალიის ჩემპიონატში 2 ტური გაიმართა, მაგრამ „ნიუკასლ ჯეტსმა“ პირველი მატჩი ჩაატარა, შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მიქელთაძე გუნდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ავსტრალიის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.