მიქელთაძემ პენალტი პირველად გააფუჭა - ავსტრალიაში ქართული დერბი გაიმართა [ვიდეო] #1TVSPORT
ბექა მიქელთაძეს ჰქონდა შანსი, ავსტრალიის A-ლიგის მორიგ შეხვედრაში თავი გამოეჩინა „მაკარტურთან“, მაგრამ „ნიუკასლ ჯეთსის“ თავდამსხმელმა ქართველების ავსტრალიური დერბის ბედის გადაწყვეტა ვერ მოახერხა. მისი გუნდი 2:0 დამარცხდა.
„ნიუკასლ ჯეთსი“ ავსტრალიის ჩემპიონატის მე-11 ტურში ბაჩანა არაბულის „მაკარტურს“ ესტუმრა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო ბექა მიქელთაძე, 56-ე წუთზე შეცვლაზე ბექა დარცმელია შევიდა, ხოლო არაბულმა მასპინძელთა თერთმეტეულში 84 წუთი ითამაშა.
მიქელთაძეს თავის გამოჩენა 45-ე წუთზე შეეძლო, როდესაც „მაკარტური“ 1:0-ს იგებდა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა, ბურთი კარს ააცილა – ეს მის ავსტრალიურ კარიერაში პირველი შემთხვევაა.
„მაკარტური“, რომელიც საჩემპიონო პლეი-ოფის ნახევარფინალში მოსახვედრად იბრძვის, 17 ქულით მე-4 ადგილზეა. ამის ნაკლები შანსი აქვს 12-ქულიან „ნიუკასლს“, რომელიც მე-9 პოზიციაზეა.