მიქელთაძემ ავსტრალიაში ისევ გაიტანა - ქართველი ბომბარდირობისთვის იბრძვის [ვიდეო] #1TVSPORT
მიქელთაძემ ავსტრალიაში ისევ გაიტანა - ქართველი ბომბარდირობისთვის იბრძვის [ვიდეო] #1TVSPORT

ბექა მიქელთაძემ მორიგი გოლი გაიტანა და „ნიუკასლ ჯეტსის“ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. ეს ავსტრალიის A ლიგის მე-19 ტურში მოხდა – „ნიუკასლ ჯეტსმა“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი კონკურენტი „ველინგტონი ფენიქსი“ მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ კუთხურის ალმები უკრანის დროში ფერებში იყო. ამ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლები იყვნენ. „ნიუკასლ ჯეტსმა“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. „ველინგტონი ფენიქსს“ პირველი ორი გოლი „საბურთალოს“ ყოფილმა შეტევმა ოლივიე ბუმალიმ (51, 63) გაუტანა.

მესამედ სტუმრების კარი ბექა მიქელთაძემ აიღო. 67-ე წუთზე დანიელ პენიამ საჯარიმოში ქართველი თავდამსხმელი მონახა, რომელმაც მცველი მოატყუა და მოჭრილი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში 3:0 გახადა. 77-ე წუთზე ფეხი ატკივდა და შეცვალეს. მაგრამ ტკივილის გამო მოედანს აუჩქარებლად ტოვებდა და ყვითელი ბარათი მიიღო, რაც გააპროტესტა. საბოლოო ანგარიში 83-ე წუთზე ქართველის შემცვლელმა ელი ბაბალიმ დააფიქსირა – 4:0.

 

ნიუკასლ ჯეტსმა“ ავსტრალიის ჩემპიონატში 19 ტურის შემდეგ 18 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა, „ველინგტონი ფენიქსთან“ სხვაობა კი 3 ქულამდე შეამცირა. თუმცა, მიქელთაძის გუნდს 3 მატჩი აქვს ჩასატარებელი.

რაც შეეხება მიქელთაძეს, მან 15 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა დააგროვა. 25 წლის ქართველი თავდამსხმელი ავსტრალიის A-ლიგის ბომბარდირებში მხოლოდ „მელბურნ სიტის“ თავდამსხმელს, ჯეიმი მაკლარენს 3 გოლით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა. თუმცა, მის კონკურენტს ორით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.