მიქაუტაძის ტრავმა სერიოზული არ არის - გიორგი მოედანს მალე დაუბრუნდება #1TVSPORT
მიქაუტაძის ტრავმა სერიოზული არ არის - გიორგი მოედანს მალე დაუბრუნდება #1TVSPORT

7 ნოემბერს „მეცი“ საკუთარ მოედანზე „სენტ ეტიენს“ შეხვდება, მაგრამ გუნდს ამ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში გიორგი მიქაუტაძე ვერ დაეხმარება.

„მეცის“ ქართველი თავდამსხმელი მთავარი გმირი იყო საფრანგეთის თასის 1/128-ფინალში, რეგიონული ლიგის „რაონ ლეტაპს“ მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 2:1 მოიგო. სტუმრებმა ანგარიში გიორგი მიქაუტაძის საგოლე გადაცემით გახსნეს, 64-ე წუთზე კი თავად გაიტანა.

მატჩის ბოლოს, გიორგიმ მოედანი ტრავმის გამო დატოვა. საქართველოს პირველი არხი დაინტერესდა მოთამაშის მდგომარეობით – გიორგის ოჯახში გვითხრეს, რომ საბედნიეროდ, დაზიანება სერიოზული არ არის და მიქაუტაძე მოედანს მალე დაუბრუნდება. თუმცა, საუკეთესო თავდამსხმელის არყოდნა უსიამოვნო ამბავია გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლასლო ბოლონისთვის, რადგან ახლა „მეცს“ გამარჯვება სჭირდება, სატურნირო მდგომარეობა რომ გაიუმჯობესოს.

მსოფლიოს ჩემპიონატამდე საფრანგეთის ლიგა 2-ში ორი ტური გაიმართება. 7 ნოემბერს, მე-14 ტურში „მეცი“ „სენტ-ეტიენს” უმასპინძლებს. ქართველის გუნდი 15 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო „სენტ ეტიენი“ (11 ქულა) მე-18 პოზიციაზეა.