მიქაუტაძის შოუ საფრანგეთში - „მეცმა“ ქართველის დუბლით და საგოლე გადაცემით მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, სეზონის გამორჩეული თამაში ჩაატარა და „მეცს“ „ანსისთან“ გასვლითი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა 3:0.
გიორგი მიქაუტაძე კვლავ „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელის იმედები ამჯერადაც გაამართლა. მან სამივე გოლში დიდი როლი ითამაშა საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურის შეხვედრაში.
„მეცი“ 27-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა დააწინაურა. მეორე ტაიმში „მეცმა“ უპირატესობა გაზარდა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გადაცემით იუსუფ მასიზმა (რომელთანაც „სერენში“ თამაშობდა) მასპინძელთა კარი მეორედ აიღო. 83-ე წუთზე კი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:0.
„მეცმა“ 44 ქულა დააგროვა და ისევ მეოთხე ადგილზეა, ჩამორჩება „ჰავრს“ (52) და „ბორდოს“ (46), „სოშოს“ (44) კი დაეწია. მიქაუტაძის ანგარიშზე უკვე 14 გოლია და „სენტ ეტიენის“ თავდამსხმელს, ჯან ფილიპ კრასოს (13 გოლი) გადაასწრო.