მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა - ჩაკვეტაძისა და შენგელიას ფასი შემცირდა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძეს წარმატებული თამაში Transfermarket-მა არ დაუკარგა და ბელგიის ჩემპიონატის ფეხბურთელების ფასები განახლების შემდეგ, მის გრაფაში გაზრდილი ციფრები დაწერა – საქართველოს ნაკრების და „სერენის“ თავდამსხმელს გერმანულმა ინტერნეტ სააგენტომ 1,9 მილიონი ევროს ნაცვლად, ახლა 2,5 მილიონი ევრო დაწერა.
სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაეცა გიორგი ჩაკვეტაძის ფასი, რომელიც ორი წლის წინ ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი იყო – 2019 წელს მის სატრანსფერო ფასს 9 მილიონ ევროდ აფასებდნენ, ახლა კი 22 წლის ფეხბურთელის შეფასება საგრძნობლად დაეცა და 2,3 მილიონი გახდა.
სამწუხაროდ, ასევ შემცირდა ლევან შენგელიას შეფასება, რომელიც ბელგიურ „ლეუვენში“ გამოდის. დეკემბერში მისი სატრანსფერო ფასი 2 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 1,2 მილიონამდე შემცირდა.
ამ ცვლილებებმა ყველაზე ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელთა სიაში ჩაკევეტაძე დაქვეითდა – მას მიქაუტაძემ გადაასწრო, ხოლო შენგელიამ ათეულში ადგილი დაკარგა.
საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები
ხვიჩა კვარაცხელია, რუბინი 18,00 მილიონი ევრო
საბა ლობჟანიძე, ჰათაისპორი 3,70
დავით ხოჭოლავა, კოპენჰაგენი 3.00
გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია 3.00
ოთარ კიტეიშვილი, შტურმი 3,00
ზურიკო დავითაშვილი, ტულა 2,50
გიორგი მიქაუტაძე, სერენი 2,50
გიორგი ჩაკვეტაძე, გენტი 2,30
ჯიმი ტაბიძე, უფა 2.00
ლევან შენგელია, ლეუვენი 1,20
გიორგი ქვილითაია, აპოელი 1,80