მიქაუტაძის პირველი საგოლე პასი საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ - „მეცი“ აუტსაიდერთან დამარცხდა #1TVSPORT
საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში პირველი შედეგიანი მოქმედებით გამოიჩინა თავი, მაგრამ „მეცს“ „ლორიანთან“ მატჩის გადარჩენაში ვერ დაეხმარა – 1:2.
საფრანგეთის ჩემპიონატის აუტსაიდერთან მე-20 ტურის შეხვედრას „მეცმა“ საკუთარ მოედნზე უმასპინძლა და ცუდად დაიწყო – მე-19 წუთზე ანგარიში „ლორიანმა“ მუჰამედ ბამბას გოლით გახსნა. მასპინძლებმა წონასწორობა სამ წუთში აღადგინეს და ამაში დიდი როლი ქართველმა თავდამსხმელმა ითამაშა – გიორგის პასით დიდიე ლამკელი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ზუსტად დაარტყა.
„ლორიანი“ 58-ე წუთზე ისევ დაწინაურდა – გოლი ბერძენმა ნახევარმცველმა, პანოს კატსერისმა გაიტანა. „მეცი“ თამაშის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ მეტოქეს ვერაფერს უხერხებდა. მიქაუტაძე 85-ე წუთზე შეცვალეს.
ამ წაგების შემდეგ „მეცს“ 16 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა. გიორგი მიქაუტაძეს კი მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ორი გოლი და ორი საგოლე პასი დაუგროვდა.