მიქაუტაძის „მშრალი“ სერია გრძელდება - „ლიონი“ კაცნაკლულმა „მარსელმა“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ლიგა 1-ში „მარსელს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ გათამაშების ერთ-ერთი ლიდერთან ლამის მთელი შეხვედრა რიცხვობრივ უპირატესობაში ითამაშა, მაინც დამარცხდა (2:3).
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრა „ლიონისთვის“ სასურველი სცენარით დაიწყო. მე-5 წუთზე „მარსელის“ არეგნტინელმა მცველმა, ლეონარდო ბალერდიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრები კაცნაკლული დატოვა.
ამით „ლიონის“ შეეძლო პირველივე ტაიმში ესარგებლა. თუმცა, შესანიშნავი შანსი ხელიდან გაუშვა. ქართველის გუნდმა 45+7-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, მაგრამ გუნდის კაპიტანს მეკარემ აჯობა.
„ლიონი“ მეორე ნახევარში დაწინაურდა – 53-ე წუთზე შეტევა ხორვატმა მცველმა, დუიე კალეტა-ჩარიმ დააგვირგვინა. გიორგი მიქაუტაძე ზედიზედ მეორე შეხვედრაში სათადარიგოებში იყო და შეცვლაზე 67-ე წუთიდან გამოჩნდა. საქართველოს ნაკრების თავადმსხმელი თამაშში აქტიურად ჩაერთო და ორი შესანიშნავი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ახლო მანძილიდან ორივეჯერ არაზუსტად დაარტყა.
10-კაციანმა „მარსელმა“ კი ლამის შეუძლებელი შეძლო და მცველების გოლებით გაიმარჯვა. 69-ე წუთზე „ლიონის“ დაცვის შეცდომით შეცვლაზე შესულმა მცველმა, პოლ ლიროლამ ისარგებლა. 82-ე წუთზე კი ულის გარსიამ კონტრშეტევაზე „ლიონი“ წინ გაიყვანა. 90+3-ე წუთზე რაიან შერკიმ ეფექტური გოლით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ორ წუთში ულის გარსიას დუბლმა „მარსელს“ მოგება მოუტანა 2:3.
საფრანგეთის ლიგა1-ში გამართული 5 ტურის შემდეგ „ლიონი“4 ქულით მე-14 ადგილზეა, გიორგი მიქაუტაძემ უგოლო სერია კი, სამწუხაროდ, ვერ დაასრულა.