მიქაუტაძის „მეცი“ „ნიცასთან“ დამარცხდა - ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეცვალეს #1TVSPORT
მიქაუტაძის „მეცი“ „ნიცასთან“ დამარცხდა - ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეცვალეს #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, „ნიცას“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლიგა 1-ის მე-19 ტურში „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 83 წუთი ითამაშა. მიქაუტაძეს პირველ ტაიმში ორჯერ ჰქონდა კარში დარტყმის შანსი, მაგრამ ორივე შემთხვევაში მცველებმა საიმედოდ ითამაშეს და თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს.

ანგარიში 76-ე წუთზე გაიხსნა – „ნიცამ“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ევან გესანმა უნაკლოდ შეასრულა, მეკარემ რეაგირება ვერ მოახდინა და მასპინძლები დაწინაურდნენ.

„მეცი“ თამაშის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ შეტევაში აგრესიულობა და სიმწვავე დააკლდა და საბოლოოდ 0:1 დამარცხდა.

ლიგა 1-ში გამართული 19 ტურის შემდეგ მიქაუტაძის გუნდი 16 ქულით მე-16 ადგილზეა, მაგრამ გასავარდნ ზონაში მყოფ „ლიონს“ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჯობნის.