მიქაუტაძის „ლიონი“ შინ „ვიცე-ჩემპიონ „მონაკოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ლიგა1-ში ვიცე-ჩემპიონ „მონაკოს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
გიორგი მიქაუტაძემ პირველად ითამაშა საკუთარ ქალაქში ამავე ქალაქის გუნდის ფორმით, მაგრამ არ იყო „ლიონის“ შემადგენლობაში, რადგან ოლიმპიადის შემდეგ გამოცდილი კაპიტანი ალეკსანდრე ლაკაზეთი დაუბრუნდა. თუმცა, გიორგი მე-17 წუთზე ტრავმირებული ერნესტ ნუამაჰის ნაცვლად მოედანზე გამოჩნდა.
ასეთი მრისხანე თავდამსხმელების მიუხედავად, „ლიონის“ შეტევის ხაზი სუსტად და შეუთამაშებლად გამოიყურებოდა, „მონაკო“ კი ბევრად უკეთესად თამაშობდა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ანგარიში კი 65-ე წუთზე გაიხსნა. „მონაკოს“ 19 წლის თავდამსხმელმა ელის ბენ სეგირიმ დასარტყმელი პოზიცია მოძებნა და მასპინძელთა კარში ზუსტად გაისროლა. მე-80 წუთზე კი „ლიონის“ კარი მეორედ აიღო „მეცში“ გიორგის ყოფილმა თანაგუნდელმა ლამინე კამარამ, რომელიც დამატებულ წუთებზე გააძევეს.
„ლიონი“ ლიგა1-ში ჩატარებული ორი ტურის შემდეგ უქულოდ არის და ჯერ გოლიც არ გაუტანია.