მიქაუტაძეს „მეცში“ არ უთამაშია - ქართველ თავდამსხმელს შეუძლია, კლუბს 20 მილიონი ევრო მოუტანოს #1TVSPORT
მიქაუტაძეს „მეცში“ არ უთამაშია - ქართველ თავდამსხმელს შეუძლია, კლუბს 20 მილიონი ევრო მოუტანოს #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 1-ში დაწინაურებული „მეცი“ ამ წუთებში ამხანაგურ შეხვედრაში „ამიენს“ უპირისპირდება. საყურადღებო ისაა, რომ „მეცში“ გუნდის საუკეთესო მოთამაშე გიორგი მიქაუტაძე განაცხადშიც არ არის. ფრანგული მედიის ცნობით, მიზეზი, შესაძლოა, ქართველის ტრანსფერი იყოს.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდს თავიდან შეხვედრა ბუნდესლიგელფრაიბურგთან“ ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ მატჩი გაუქმდა და საბოლოოდ „მეცი“ „ამიენს“ დაუპირისპირდა.

Republicain-lorrain-ის ცნობით, „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა ისეთი გუნდი, რომელიც სარეზერვოს უფრო ჰგავდა. მიქაუტაძის უთამაშებლობის მიზეზად კი მისი შესაძლო ტრანსფერი დაასახელა.

„სად მიდის გიორგი მიქაუტაძე? გასულ სეზონში ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელსა და ბომბარდირს, გიორგი მიქაუტაძეს ამ სატრანსფერო „ფანჯარაში“ გარემოს შეცვლის კარგი შანსი აქვს. ინგლისური და იტალიური კლუბების მოთხოვნის გათვალისწინებით, „მეცის“ თავდამსხმელს შეუძლია, კლუბში 20 მილიონი ევროს ჩეკი დატოვოს“, – წერს ფრანგული გამოცემა.