მიქაუტაძეს იტალია და საფრანგეთი მოეწონა - მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს პერსპექტივა აქვს [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ დაასახელა ევროპის ჩემპიონატზე გუნდი და მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტად მოეწონა, ასევე ფეხბურთელი.
„ორი ნაკრებია, რომლებიც ძალიან მომეწონა. პირველი იტალიის ნაკრებია, რომელიც პირველ ორ ტურში დამაჯერებელიც იყო, შედეგიანიც და ლამაზ ფეხბურთსაც თამაშობდა, მაგრამ ფავორიტი საფრანგეთია, რომელიც ყველაზე დამაჯერებელი გუნდი იყო. მოთამაშეებიდან კი, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდოს დავასახელებდი, რომელმაც დუბლი შეასრულა და ბოლო წლების გამორჩეული ფეხბურთელია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი მიქაუტაძემ.
20 წლის თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან ამ დონეზე საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს: „მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს პერსპექტივა აქვს. ჩემი აზრით, ყველაფერი დიდი მუშაობის და ვარჯიშის შემდეგ გამოჩნდება. გუნდი ნელ-ნელა ყალიბდება და იკვრება, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მწვრთნელის, ვილი სანიოლის დამსახურებაა. ბიჭები მაქსიმუმს ვაკეთებთ და იმედია, რომ შედეგი ახლო მომავალში გამოჩნდება“.
მიქაუტაძე, რომელმაც „ჯვაროსნებში“ სადებიუტო გოლი რუმინეთთან 2 ივნისის მატჩში გაიტანა, იმედოვნებს, რომ თავს კიდევ ბევრჯერ გამოიჩნეს: „იმედი მაქვს, ნაკრების თამაშების შემდეგ ბევრ მაისურს შევაგროვებ და ყველას თავისი ლამაზი გოლის ისტორია ექნება. ნაკრებში მორგებული მაისური ჩემთვის ძვირფასია. ჩემი მშობლების დამსახურებაა, შვილები საქართველოს და ქართველების სიყვარულში რომ გაგვზარდეს. ასევე, ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს წარმატებას ვუსურვებ, რაც ჩვენი ფეხბურთელის ცხოვრების მიზანია. მე კი ნაკრებში დიდი პოტენციალი დავინახე“.