გიორგი მიქაუტაძე კვლავ არ იყო „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატში „ნანტს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. საქართელოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე 83-ე წუთზე გუნდის კაპიტნის, ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად შევიდა.
მასპინძლებმა შესანიშნავად ითამაშეს და უპირატესობა მალე მოიპოვეს – 22-ე წუთზე „ლიონი“ ტალიაფიკომ დააწინაურა, ხოლო 54-ე წუთზე პალუას ავტოგოლით უპირატესობა გაზარდა და საბოლოოდ, დამაჯერებლად გაიმარჯვა. მიქაუტაძეს ბოლო წუთებზე გოლის გატანა ორჯერ შეეძლო, მაგრამ ორივეჯერ მეკარემ აჯობა.
საფრანგეთის ლიგა 1-ში გამართული შვიდი ტურის შემდეგ „ლიონმა“ 10 ქულა მოიპოვა და მეშვიდე პოზიციაზეა. ქართველ თავდამსხმელს კი ჯერ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემაც შეუსრულებია.