მიქაუტაძემ შეცვლაზე ითამაშა - „ლიონმა“ „ლანსთან“ შეხვედრა ფრედ დაასრულა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე „ლიონში“ სათადარიგოთა შორს იყო და შეცვლაზე შევიდა „ლანსთან“ გასვლით შეხვედრაში, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოთხე ტურში „ლიონის“ მწვრთნელმა, პიერ საჟმა ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის დატოვა და თავდასხმაში ალექსანდრ ლაკაზეტის გიფტ ორბანი შეუწყვილა, რომელმაც გასულ ტურში დუბლი შეასრულა.
ნიგერიელი თავდამსხმელი ამჯერადაც აქტიური იყო და „ლანსსაც“ ორი ბურთი გაუტანა, მაგრამ არცერთი არ ჩაუთვალეს. გიორგიმ ორბანი 65-ე წუთზე შეცვალა, ქართველი თავდამსხმელი შეტევების გამწვავებას ცდილობდა, მაგრამ „ლიონში“ სადებიუტო გოლი კვლავ ვერ გაიტანა.
საბოლოოდ მატჩი 0:0 დასრულდა, „ლიონი“ კი ოთხი ქულით საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-13 ადგილზეა.