მიქაუტაძემ „სენტ ტრუიდენსაც“ გაუტანა - ქართველი თავდამსხმელი შეუჩერებელია #1TVSPORT
მიქაუტაძემ „სენტ ტრუიდენსაც“ გაუტანა - ქართველი თავდამსხმელი შეუჩერებელია #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ ბელგიაში თავი ისევ გამოიჩინა – საქართველოს ნაკრებისა და „სერენის“ 20 წლის თავდამსხმელი პირველ ლიგაში შესანიშნავი სეზონის შემდეგ მთავარ ბელგიურ ლიგაშიც შესანშნავ თამაშებს ატარებს და გოლის გატანა ამჯერადაც მოახერხა.

ბელგიის ჯუპილერ ლიგის მე-16 ტურში მიქაუტაძის გუნდმა საკუთარ სტადიონზე „სენტ ტრუიდენს“ უმასპინძლა და გაიმარჯვა. ლიეჟელებმა ანგარიში მე-5 წუთზე გახსნეს. სტუმართა კარი გამბიელთა ფორვარდმა აბლი იალოუმ აიღო. გიორგი მიქაუტაძე „სერენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე გაიტანა, 87-ე წუთზე კი შეცვალეს.

საბოლოოდ, „სერენმა“ „სენტ ტრუიდენი“ დაამარცხა და 16 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-14 ადგილზეა. რაც შეეხება ქართველი თავდამსხმელის მაჩვენებლებს – გიორგიმ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, 12 მატჩში მე-10 გოლის ავტორი გახდა, საიდანაც 7 ჩემპიონატში გაიტანა, ხოლო 3 ბელგიის თასზე.

მიქაუტაძე 7 გოლით ბელგიის ჯუპილერლიგის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულშია და სამეულთან სამი გოლი აშორებს. ფიფა-ს რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ ქვეყანაში საშუალოდ თამაშში 0.83 გოლი შესანიშნავი მაჩვენებელია.