მიქაუტაძემ ნავსი ვერ გატეხა - „ლიონმა“ „ტულუზა“ დაამარცხა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში „ტულუზა“ დაამარცხა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურის მატჩში ქართველი თავდამსხმელი „ლიონის“ მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააბრუნდა და 68 წუთი ათამაშა, თუმცა გიორგიმ ნავსი ვერც ამჯერად გატეხა და გოლი კვლავ ვერ გაიტანა.
მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს – მე-14 წუთზე „ლიონის“ კარის აღება გბოჰომ შეძლო. ზუსტად ამდენივე დასჭირდათ სტუმრებს წონასწორობის აღსადგენად – შეტევა ნიკოლაისენის ავტოგოლით დასრულდა. თამაშის ბედი კი შეხვედრის მიწურულს მალიქ ფოფანამ (90+4) გადაწყვიტა.
„ლიონმა“ მიმდინარე სეზონში მეორედ გაიმარჯვა და 6 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს.