გიორგი მიქაუტაძემ 31-ე წუთზე კვიპროსის ნაკრებს გოლი გაუტანა და ევრო 2024-ის შესარჩევი ჯგუფის მატჩი საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას კვიპროსთან სტუმრად ატარებს. კვიპროსელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, მერე კი პირველი სახიფათო მომენტი მე-7 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ შექმნა, თუმცა ბურთი კარს ააცილა.
მე-9 წუთზე კვიპროსელებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ, მაგრამ მამარდაშვილმა საკუთარი შეცდომა გამოასწორა და „ჯვაროსნები“ გადაარჩინა. 28-ე წუთზე კვარაცხელიამ მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ჩაკვეტაძე დატოვა, მაგრამ მან მეკარეს ვერ აჯობა.