მიქაუტაძემ კალაძის სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესა - „აიაქსის“ ახალწვეული ყველაზე ძვირად ღირებულ ქართველ ფეხბურთელთა საუკეთესო ათეულში დაწინაურდა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ კლუბი შეიცვალა და იმ ქართველი ფეხბურთელების საუკეთესო ათეულში შევიდა, რომელთა ტრანსფერებშიც ყველაზე დიდი თანხა გადაიხადეს, „აიაქსის“ ახალწვეული ამ მხრივ რეკორდსმენი გახდა.
ამსტერდამული კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, საფრანგეთში დაბადებულმა ქართველმა კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ამსტერდამული კლუბი „მეცს“ ტრანსფერში 16 მილიონ ევროს გადაუხდის, მაგრამ ეს თანხა ბონუსებით 19 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
ეს ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში გადახდილი სარეკორდო თანხაა. ამავე დროს, მიქაუტაძე იქნება „მეციდან“ ყველაზე დიდ თანხად წასული მოთამაშე.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი 2001 წელს განხორციელდა – კახა კალაძე კიევის „დინამოდან“ „მილანში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა.
ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ტრანსფერები
გიორგი მიქაუტაძე („მეციდან“ – „აიაქსში“, 19 მილიონი ევრო – 2023 წელი)
კახა კალაძე (კიევის „დინამოდან“ – „მილანში“, 16 მლნ. – 2001 წელი)
ხვიჩა კვარაცხელია (ბათუმის „დინამოდან“ „ – ნაპოლიში“, 10,8 მლნ. – 2022)
გიორგი ქინქლაძე („მანჩესტერ სიტიდან“ – „აიაქსში“, 8,0 მლნ. – 1998 წელი)
კონსტანტინე მარადიშვილი (მოსკოვის ცსკა-დან – „ლოკომოტივში“, 7,0 მლნ. – 2021)
გიორგი დემეტრაძე (კიევის „დინამოდან“ – „სოსიედადში“, 5.4 მლნ. – 2001 წელი)
გიორგი ქინქლაძე („აიაქსიდან“ – „დერბიში“, 5.0 მლნ. – 2000 წელი)
შოთა არველაძე („აიაქსიდან“ – „რეინჯერსში“, 4.5 მლნ. – 2001 წელი)
გიორგი დემეტრაძე („ალანიადან“ – კიევის „დინამოში“, 3.2 მლნ. -1999 წელი)
გიორგი ქვილითაია („რაპიდიდან“ – „გენტში“, 3.0 მლნ. – 2018 წელი)
ალექსანდრე ამისულაშვილი („კაისერისფორიდან“ – „კრასნოდარში“, 3,0 მლნ. – 2011 წელი)
გიორგი ქინქლაძე („დინამო თბილისიდან“ – „მანჩესტერ სიტიში“, 3,0 მლნ. – 1995)