მიქაუტაძემ ისევ გაიბრწყინა - „მეცმა“ ქართველის დუბლით „ნიორი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში ჩაატარა, მორიგი დუბლი შეასრულა და „მეცს“ სტუმრად „ნიორთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 3:1.

„მეცმა“ 42-ე წუთზე გოლი საკუთარ კარში მიიღო. მასპინძლები ნესტა ელპეგემ დააწინაურა, მაგრამ სამ წუთში მათ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ ზუსტად დაარტყა და ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში „მეცმა“ სწრაფი შეტევა განახორციელა. 51-ე წუთზე კოფი კვაოს გადაცემა იუსუფ მაზიზიმ ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა – 2:1. 83-ე წუთზე მიქაუტაძემ მეტოქის მცველის გადაცემა ჩაჭრა, კარისკენ გაიქცა და უპირატესობა გაზარდა – 3:1.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში სამი ქართული გოლი გავიდა – ზურიკო დავითაშვილის გოლით „ბორდომ“ „კაენი“ 1:0 დაამარცხა. მიქაუტაძემ კი 34 შეხვედრაში 22 გატანილი ბურთი დააგროვა და ლიგის ბომბარდირთა დავაში ისევ ლიდერობს. ქართველმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა (სამი დუბლი).

34 ტურის შემდეგ გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ (62) მესამე ადგილზე დარჩა, მაგრამ დავითაშვილის „ბორდოსთან“ (65 ქულა, მეორე ადგილი) ჩამორჩენა შეამცირა. საფრანგთის ლიგა 1-ის საგზურს ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

„ნიორისა“ და „მეცის“ სრული მატჩი იხილეთ აქ: nakrebi.ge