მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - „მეცმა“ მესამე ტესტმატჩიც მოიგო #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე საკონტროლო შეხვედრა მოიგო – საფრანგეთის ლიგა 1-ში დაწინაურებულმა „მეცმა“ ამჯერად „ტრუა“ 3:0 დაამარცხა.
ლასლო ბოლონის გუნდმა ზაფხულის შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი აუბას „სტად დე ლობზე“ გამართა და საფრანგეთის ლიგა 2-ის გუნდს დაუპირისპირდნა.
შეხვედრა „მეცის“ უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი რეალური საგოლე შანსი მე-4 წუთზე გიორგი მიქაუტაძეს ჰქონდა, მაგრამ კარს სანტიმეტრებში ააცილა. თუმცა, სამ წუთში იუსეფ მაზიზის გადაცემით ანგარიში მაინც გახსნა.
„მეცის“ 9 ნომერს დუბლის შესრულება მალე შეეეძლო, მაგრამ მისი დარტყმა ძალიან ძლიერი გამოდგა და კარს ასცდა. მე-60 წუთზე კი „მეცის“ მწვრთნელმა შემადგენლობა შეცვალა.
ამის შემდეგ თავი ორჯერ გამოიჩინა სენეგალელმა თავდამსხმელმა იბუ სანემ. მან 78-ე და 79-ე წუთებზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქისრა – 3:0 „მეცის“ სასარგებლოდ.
„მეცს“ შემდეგი ამხანაგური შეხვედრა 25 ივლისს დაგეგმილი „სოშო-მონბელიართან“ ჰქონდა, მაგრამ ეს მატჩი გაუქმდა და ქართველის გუნდი ფრესკატის სავარჯიშო ცენტრში ლიეჟის „სტანდარტს“ დაუპირისპირდება.