მიქაუტაძემ გოლი ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - „მეცმა“ შინ „კლერმონი“ დაამარცხა #1TVSPORT
მიქაუტაძემ გოლი ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - „მეცმა“ შინ „კლერმონი“ დაამარცხა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მესამედ გაიტანა და „მეცს“ „კლერმონთან“ რთული საშინაო დაპირისპირების მოგებაში დაეხმარა 1:0.

„სენ-სიმფორიენზე“ გამართული 25-ე ტურის შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ქართველი თავდამსხმელის გუნდი 20 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო „კლერმონი“ მას სამი ქულით ჩამორჩებოდა და აუტსაიდერების უშუალო შეხვედრის შედეგს სატურნირო კუთხით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

„მეცი“ უფრო აქტიური იყო და პირველ ტაიმში დაწინაურება 32-ე წუთზე შეძლო. სტუმართა კარში დანიშნული პენალტი გიორგი მიქაუტაძემ უნაკლოდ შეასრულა და მასპინძლებმა შესვენებამდე უპირატესობა მოიპოვეს.

საბოლოოდ, „მეცმა“ უპირატესობა შეინარჩუნა და 1:0 გაიმარჯვა. მართალია, გუნდი ისევ მე-17 ადგილზე დარჩა, მაგრამ „კლერმონთან“ სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა და გავარდნის ზონიდან თავის დასაღწევად კარგი შანსი მიეცა. გიორგი მიქაუტაძეს კი მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი დაუგროვდა.