მიქაუტაძემ „ბრესტთან“ დუბლი შეასრულა, თუმცა „მეცი“ მაინც დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში, სტუმრად „ბრესტთან“ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და დუბლი შეასრულა, მაგრამ „მეცმა“ შეხვედრის გადარჩენა ვერ მოახერხა – 3:4.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.
„მეცმა“ კარგად დაიწყო და დაწინაურდა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდი უკვე 1:4 მარცხდებოდა.
მიქაუტაძემ სწორედ ამ დროს გამოიჩინა თავი. გიორგიმ 74-ე წუთზე პირველი გოლი გაიტანა, ხოლო მე-80 წუთზე დუბლი შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ამაზე მეტი სტუმრებმა ვეღარ მოახერხეს და ამჟამად საფრანგეთის ლიგა 1-ში 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე არიან.
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ის „მეცს“ იანვარში დაუბრუნდა, მის ანგარიშზე ლიგა 1-ში შვიდი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.