მიქაუტაძე სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის საუკეთესო მოთამაშეა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის საუკეთესო მოთამაშეა და სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – „მეცის“ ქართველი თავდამსხმელი ინტერნეტ-პორტალმა, Sofascore-მა გამოარჩია.
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურში სტუმრად „ანსისთან“ „მეცის“ მოგებაში (3:0) მთავარი როლი ითამაშა. ქართველი ფორვარდი „მეცის“ სამივე გოლში მონაწილეობდა, დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
ინტერნეტ-პორტალმა Sofascore-მა გიორგი მიქაუტაძეს 8,9 ქულა დაუწერა, რაც მის მიერ სეზონში მიღებული საუკეთესო ქულაა. ამავე დროს ქართველ თავდამსხმელმა საუკეთესო შეფასება მიიღო და 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
22 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე 25 მატჩში 20 საგოლე მოქმედებაა, 14 გოლი და 6 საგოლე პასი და ამ მაჩვენებლით გიორგი მიქაუტაძის საფრანგეთის ლიგა 2-ის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეთა დავაში ლიდერობს.