მიქაუტაძე Ouest-france-მა ლიგა 2-ის წლის გუნდში დაასახელა #1TVSPORT
მიქაუტაძე Ouest-france-მა ლიგა 2-ის წლის გუნდში დაასახელა #1TVSPORT

მეცის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა, გამოცემა Ouest-france-მა სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

მთელი სეზონის განმავლობაში Ouest-france ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდს ადგენდა. ჩემპიონატის ბოლოს კი თერთმეტი საუკეთესო გამოარჩია და ლოგიკურია, რომ მათ შორის მოხვდა ქართველი თავდამსხმელი, რომელმაც „მეცის“ ლიგა 1-ში გადასვლასა და წარმატებულ სეზონში დიდი როლი ითამაშა.

„ზაფხულში „სერენიდან“ იჯარიდან დაბრუნებულმა გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ ყველაფერი მოიგო. მოთამაშეთა პროფესიული ლიგის გამოკითხვაში 22 წლის ქართველი ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან დიდი როლი ითამაშა, „მეცი“ ლიგა 1-ში, ფაქტობრივად, გადასული რომ არის. 23 გოლისა და რვა საგოლე გადაცემის გარდა, მიქაუტაძემ ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დრიბლინგით, რომლითაც გუნდს მეტოქესთან უპირატესობის მოპოვებაში ეხმარებოდა“, – წერს ფრანგული გამოცემა.

მიქაუტაძემ 23 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა, ე.ი. მის ანგარიშზე 31 სასარგებლო მოქმედებაა. „მეცმა“ სეზონში სულ 61 გოლი გაიტანა. შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელი გუნდის გატანილი გოლების დაახლოებით 0,51 პროცენტში მონაწილეობდა, რაც გამორჩეული მაჩვენებელია.