მიქაუტაძე „მეცის“ თვის საუკეთესო მოთამაშეა - გიორგი სიმბოლურ გუნდში დაასახელეს #1TVSPORT
მიქაუტაძე „მეცის“ თვის საუკეთესო მოთამაშეა - გიორგი სიმბოლურ გუნდში დაასახელეს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე კლუბის თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

გიორგი მიქაუტაძე გახდა „მეცის“ გულშემატკივართა რჩეულიც – ის თვის მოთამაშედ გამოკითხულთა 60 პროცენტმა დაასახელა.

ამ ყველაფერს კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი დაემატა – ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა 22 წლის ქართველი თავდამსხმელი 22-ე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა.

გიორგი მიქაუტაძემ ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა, სულ 22 შეხვედრაში კი მის ანგარიშზე 11 გოლია (+ 5 საგოლე გადაცემა) და ლიგა 2-ის ბომბარდირს, „ბორდოს“ თავდამსხმელს, ჯოშ მაიას გაუთანაბრდა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე MaLigue2-ის გამოკითხვაში ლიდერობს, სადაც იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშეს გულშემატკივრები ასახელებენ. საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ 22 წლის თავდამსხმელს ხმა გამოკითხულთა 35 პროცენტმა მისცა. გიორგი საკმაოდ დიდი უპირატესობით უსწრებს კონკურენტებს – მოის საჰი დიონის (ანსი, 27.8%), კევინ ვან დენ კერკოფსა (ბასტია, 19.1%) და ვალიდ ელ-ჰაჯამის (ლე ჰავრი, 18.1%).