მიქაუტაძე „აიაქსში“ ათამაშეს - გუგეშაშვილი „ლევერკუზენთან“ შეცვლაზე გამოჩნდა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე ამჯერად რამდენიმე წუთი მაინც ათამაშეს „აიაქსში“, რომელმაც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბრაიტონს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო, მაგრამ ამჯერად მოედანზე რამდენიმე წუთით მაინც გამოჩნდა – 77-ე წუთზე შეუშვეს, მაგრამ ამ დროს ინგლისელები უკვე 2:0-ს იგებდნენ.
B ჯგუფის მეოთხე ტურის მატჩში ანგარიში ინგლისელებმა ანსუ ფატის გოლით მე-15 წუთზე გახსნეს. მეორე ტაიმში „ბრატინომა“ უპირატესობა 53-ე წუთზე გაზარდა. ამჯერად ამსტერდამელების კარი კოტდივუარელმა სიმონ ადინგრამ აიღო.
გიორგი მიქაუტაძე მონდომებული იყო, ცდილობდა თავის გამოჩენას, მაგრამ ნიდერლანდელებმა ვეღარაფერი მოახერხეს და, საბოლოოდ, თამაში ვერ გადაარჩინეს. გუნდი ორი ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
H ჯგუფში „ყარაბახმა“ ლევერკუზენის „ბაიერი“ ბაქოში მიიღო და 0:1 წააგო. საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი აზერბაიჯანის ჩემპიონის განაცხადში იყო, მოედანზე 85-ე წუთზე შეცვლაზე გამოჩნდა და ყვითელი ბარათის მიღებაც მოახერხა.
სამწუხაროდ, გერმანელებმა გოლი სწორედ ქართველი მეკარის გამოჩენის შემდეგ, 90+3-ე წუთზე გაიტანეს. თუმცა ამაში გუგეშაშვილი დამნაშავე არ ყოფილა, სტუმრებმა პენალტი გამოიყენეს. ოთხი ტურის შემდეგ კი „ყარაბაღი“ ექვსი ქულით ჯგუფში მეორე პოზიციაზეა.