ქართველ ფეხბურთელებს და ზოგადად, ყაზანის „რუბინის“ ყველა მოთამაშეს ხელფასები შეუმცირეს – ამის შესახებ გუნდის სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ განაცხადა.
„ხელფასების 50 პროცენტით შემცირება გადავწყვიტეთ, ეს მხოლოდ ფეხბურთელებს არ შეეხებათ. ყველას ესმის, რომ ერთ ნავში ვზივართ და ასეთი ზომების მიღება იძულებით გვიწევს“. – აცხადებს იაროვინსკი.
გასულ სეზონში „რუბინში“ მინიმალური ანაზღაურება დაახლოებით, 650 დოლარი იყო, თუმცა საშუალო ხელფასი ბევრად მეტია.
ყაზანის „რუბინში“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელები, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია თამაშობენ.