„დორტმუნდის“ ფორვარდის ერლინგ ჰალანდის აგენტმა მინო რაიოლამ კიდევ ერთხელ ილაპარაკა ნორვეგიელის მომავალზე.
იტალიელის სიტყვებით, „დორტმუნდის“ ხელმძღვანელობა არ აპირებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას თავდამსხმელის გაყიდვას.
„მქონდა კონტაქტი „დორტმუნდთან“. მიხაელ ცორკმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „დორტმუნდი“ ამ ზაფხულს არ გაყიდის ჰალანდს. პატივს ვცემ მათ აზრს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვეთანხმები. „დორტმუნდის“ პოზიცია ცხადი და გასაგებია. ეს ნორმალურია. ჩვენს შორის ომი არ არის და კარგი ურთიერთობა გვაქვს“, – განაცხადა რაიოლამ.
აგენტმა საკუთარ თავზეც ილაპარაკა.
„ჩემს შესახებ ძალიან ბევრ სიყალბეს წერენ. მე ეს არ მაინტერესებს, მაგრამ… არასოდეს ვილაპარაკებ პრესაში მოლაპარაკებების შესახებ. მე ამას განვიხილავ მხოლოდ ფეხბურთელების ოჯახებთან და კლუბებთან“, – ამბობს რაიოლა.