მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

21:45, 02.06.2026

საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის (EMF Euro 2026) მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდა, 0:4 დამარცხდა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.

უკრაინელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და პირველ ტაიმში, მე-11 წუთზე მიხაილო გრიცულას გოლით დაწინაურდნენ. პირველი ტაიმი უკრაინელებმა 2:0 მოიგეს, ხოლო საბოლოო ანგარიში მატჩის მეორე ნახევარში დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ითამაშა. თუ წინა ტურნირზე გუნდი გათამაშებას მერვედფინალიდან გამოეთიშა, ამჯერად შედეგი გააუმჯობესა.

მსგავსი