მინიფეხბურთი | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა #1TVSPORT

18:03, 24.05.2025

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრებმა აზერბაიჯანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში არგენტინის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა — 6:1.

კახა მაისაიას გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე კოპლატაძის გოლით დაწინაურდა. ერთ წუთში სამხრეთამერიკელებს ჯარიმიდან ხაბალაევმა შესანიშნავი გოლი გაუტანა. პირველი ტაიმის დასრულებამდე თავი ობოლაძემაც გამოიჩინა, ხოლო არგენტინელებმა სხვაობა პენალტით შეამცირეს.

თუმცა მეტოქის იმედი, რომ თამაშის შემოტრიალებას შეძლებდა, არ გამართლდა — საქართველოს ნაკრებმა კიდევ სამჯერ აიღო არგენტინელების კარი. დუბლი შეასრულეს ხაბალაევმა (31-ე წუთზე) და კოპლატაძემ (38-ე წუთზე), ერთ გოლის ავტორი კი დადიანი (34-ე წუთზე) გახდა.

ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 მაისს ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 18:15 საათზე დაიწყება. ორი გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და ბრძოლას აგრძელებს. საქართველოს ნაკრების მატჩებს პირველი არხი სპორტი გთავაზობთ.

მსგავსი