მინიფეხბურთი | საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს პენალტების სერიაში გამოეთიშა #1TVSPORT
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/-ფინალში მასპინძელ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დაუპირისპირდა, პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
ჯგუფური ეტაპის შესანიშნავად ჩატარების შემდეგ (სამივე მეტოქე დავამარცხეთ, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონი მექსიკა) ბესო არველაძის გუნდმა მასპინძლებთან მატჩიც კარგად დაიწყო. მე-6 წუთზე ბექა ტუღუშმა მეკარის გადაცემა ჩაჭრა და მახვილი კუთხიდან გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმის ბოლომდე კარი მშრალად შეინახა, მაგრამ 49-ე წუთზე ბექა ტუღუში მოედნიდან გააძევეს, არაბთა გაერთიანებულ საამიროების გუნდმა კი რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და მატჩის დასრულებამდე 44 წამით ადრე წონასწორობა აღადგინა.
მატჩის შემდეგ დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც მასპინძლებმა უკეთ შეასრულეს – 2:3.