მინიფეხბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ბოსნიაში გაემგზავრა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – ინფორმაციას მინიფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ტურნირს 1-დან 9 ივნისის ჩათვლით ბოსნია უმასპინძლებს. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის E ჯგუფში ბულგარეთთან, სერბეთსა და პორტუგალიასთან ერთად იასპარეზებს. გუნდი პირველი ტურის მატჩს პირველ ივნისს სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟებს „სილქ უნივერსალი“ შემოგთავაზებთ.
1 ივნისი, 15:30 | სერბეთი-საქართველო
3 ივნისი, 20:15 | საქართველო-ბულგარეთი
4 ივნისი, 15:00 | პორტუგალია–საქართველო