მინიფეხბურთი | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე (EMF Euro2026) საქართველოს ნაკრები მეორე ტურში ესპანეთს დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.
ბესო არველაძის გაწვრთნილმა გუნდმა სასტარტო მატჩი ინგლისის წინააღმდეგ წარმატებით ჩაატარა და ბოლო წამზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო.
საქართველოს ნაკრები მეორე მოგებით შემდეგ ეტაპზე გასვლას ინაღდებდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. სურათი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა. ორევე გუნდი ფრთხილად თამაშობდა და შედეგიც შესაბამისი იყო – 0:0.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ჩვენი ნაკრების მეტოქე ტურნირის ფავორიტი რუმინეთი იქნება. შეხვედრა 30 მაისს, თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს „პირველი არხი სპორტი“ შემოგვთავაზებთ.