მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრები 1/8-ფინალში არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შეხვდება #1TVSPORT
მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრები 1/8-ფინალში არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შეხვდება #1TVSPORT

საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში გავიდა და მისი მეტოქეც გაირკვა.

ბესო არველაძის გუნდი A ჯგუფის მეორეადგილოსანს, მასპინძელ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დაუპირისპირდება. მერვედფინალური შეხვედრა ოთხშაბათს, 1 ნოემბერს გაიმართება.

მინიფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში დაამარცხა გვატემალის ნაკრები (6:0), შემდეგ კი – ტურნირის ფავორიტი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი მექსიკა (2:1), ხოლო დასკვნითი მატჩი ირლანდიასთან მოიგო (10:1).

ყველასთვის მოულოდნელად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რას ალ ხაიმაში მიმდინარე ტურნირზე ჩვენმა გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და სენსაციის ავტორი გახდა.