ტომ ტიბოდო „მინესოტას“ აღარ გაწვრთნის. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს აღნიშნული გადაწყვეტილება „ტიმბერვულვზის“ ხელმძღვანელობამ „ლეიკერსთან“ 22 ქულიანი უპირატესობით მოგებული მატჩის შემდეგ მიიღო.
საუბრები ტიბოდოს „მინესოტადან“ წასვლის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც გუნდი ჯიმი ბატლერმა დატოვა. ESPN-ის ჟურნალისტმა ადრიან ვოჟნაროვსკიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ გუნდი მოლაპარაკებებს „ჩიკაგო ბულზის“ ყოფილ ხელმძღვანელთან ფრედ ჰოიბერგთან აწარმოებს. სავარაუდო კანდიდატად ასევე მონტი ვილიამსი სახელდება.