„მინესოტამ“ რაიან საუნდერსი გაუშვა - „ტიმბერვულვზსს“ კრის ფინჩი უხელმძღვანელებს
„მინესოტას“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე რეგულარულში ყველაზე უარესი მოგება-წაგებათა ბალანსი აქვს. „ტიმბერვულვზი“ 7 მოგებითა და 24 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე იმყოფება.
დღეს მინესოტელებმა მორიგი შეხვედრა წააგეს. ამჯერად სტუმრად „ნიუ იორკთან“ (103-99). სწორედ ამ მარცხის შემდეგ „მინესოტას“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის, რაიან საუნდერსის გაშვებასთან დაკავშირებით.
34 წლის რაიანი ლეგენდარული სპეციალისტის ფლიპ საუნდერსის ვაჟია. მან „მინესოტაში“ 3 სეზონი გაატარა, 43 მატჩი მოიგო, ხოლო 94 შეხვედრა დათმო.
როგორც ჩანს, საუნდერსის გაშვების გადაწყვეტილება „ტიმბერვულვზის“ ხელმძღვანელობას დიდი ხანია, მიღებული ჰქონდა. მის მაგივრად გუნდში „ტორონტოს“ ყოფილი ასისტენტი კრის ფინჩი იმუშავებს.