"მინესოტა" დამაჯერებელ ასპარეზობას განაგრძობს
"მინესოტა" დამაჯერებელ ასპარეზობას განაგრძობს

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა. ლოს ანჯელესის “სტეიპლს ცენტრში” ადგილობრივმა “კლიპერსმა” “მინესოტა ტიმბერვულვსს” უმასპინძლა და მეტოქეს დამაჯერებელად, 8 ქულის სხვაობით, 118-126 სძლია.

ტომ ტიბოდოს გუნდში ყველაზე შედეგიანი ენდრიუ ვიგინსი იყო, რომელმაც 40 ქულა დააგროვა. ჯეფ ტიგის ანგარიშზე 30 ქულაა. კარლ ენტონი ტაუნსმა კი 11 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ლოს ანჯელესელთა შორის ბლეიკ გრიფინი გამოირჩა, რომელმაც 32 ქულით, 12 მოხსნითა და 12 პასით სამმაგი დუბლი ჩაიწერა პირად აქტივში.

შარლოტი – საკრამენტო 112-107
ატლანტა – იუტა 104-90
ჰიუსტონი – მაიამი 99-90
მემფისი – ფილადელფია 105-101
მილუოკი – ფინიქსი 109-105
ნიუ ორლეანი – ჩიკაგო 132-128
დალასი – ვაშინგტონი 98-75
დენვერი – პორტლენდი 104-101