მინდა, ფეხბურთით სიამოვნება ისევ განვიცადო - „მეცში“ დაბრუნებული მიქაუტაძე გულშემატკივრების რეაქციამ გაახარა #1TVSPORT
„მეცში“ დაბრუნებული გიორგი მიქაუტაძე მედიას შეხვდა და ამსტერდამის „აიაქსში“ გადასვლის შემდგომ საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
„მე ისევ ის მიქაუტაძე ვარ, რომელიც „აიაქსში“ ცოტას თამაშობდა, მაგრამ ბევრს ვშრომობდი და ვარჯიშებზე ბევრი გამქონდა. მე ისევ მსურს, ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო, ვითამაშო, უბრალოდ, ბევრი გავიტანო და ამით სიამოვნება დავიბრუნო.
რა თქმა უნდა, რთული პერიოდი მქონდა, რადგან თამაშში გატანა მიყვარს, მაგრამ წარმოუდგენელია, შესაძლებლობები გამოავლინო, როდესაც ამის შანსი არ გეძლევა. თუმცა ახლა „მეცში“ დავბრუნდი და კარიერას ისევ ამ კლუბში გავაგრძელებ.
ჩემს წარდგენაზე ხალხის რეაქციამ გამაბედნიერა და ასეთი დახვედრისთვის გულშემატკივრებს მადლობა, მსურს, გადავუხადო. კიდევ ვიმეორებ, „აიაქსში“ რთული პერიოდი მქონდა და თქვენ ძალიან გამახარეთ. ზეწოლა იქნება, მაგრამ მთავარია, ამას როგორ გავუმკლავდები. ეს დიდ სტიმულს მაძლევს, ხალხს რომ ვუჩვენო, რაც შემიძლია“.
ლასლო ბოლონის („მეცის“ მწვრთნელი) შესახებ: „არც ვიცი, რა ვთქვა – ჩემთვის დიდი პატივია, რომ კვლავ მასთან მუშაობის საშუალება მექნება. ის ხშირად მესაუბრება, მირჩევს, გვერდით მიდგას და სურს, რომ მაქსიმუმი გაავაკეთო“, – ამბობს გიორგი მიქაუტაძე.