მიმდინარე სეზონში წარუმატებლობის მიუხედავად, კლოპის „ლივერპულიდან“ გაშვებას არ აპირებენ #1TVSPORT
„ლივერპულის“ ხელმძღვანელები გუნდის მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს კვლავ ენდობიან და მის შემცვლელს არ ეძებენ, – იუწყება ცნობილი იტალიელი მიმომხილველი ფაბრიციო რომანო.
საქმე ისაა, რომ ინგლისური და ევროპული ფეხბურთი გრანდი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სტატუსის შესაბამისად არ გამოიყურება. ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებული 20 მატჩის შემდეგ კლოპის შეგირდება 29 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეათე პოზიციას იკავებენ.
„ლივერპულის“ მსგავსი გუნდისთვის ეს ძალიან ცუდი შედეგია და თანამდროვე ფეხბურთში ხშირად ხდება ხოლმე მთავარი მწვრთნელის სწრაფი შეცვლის მიზეზი.
თუმცა, იურგენ კლოპის დამსახურება „ლივერპულში“ იმდენად დიდია, რომ გერმანელს სპეციალისტს სრულ ნდობას უცხადებენ და იმედოვნებენ, რომ ეს დროებითი ჩავარდნაა. კლოპი ინგლისურ გრანდს სათავეში 2015 წელს ჩაუდგა. ამ პერიოდის განმავლობაში „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი, პრემიერლიგა და ინგლისის თასი მოიგო.