მიმდინარე სეზონში „ლა ლიგას“ საუკეთესო დრიბლიორებს შორის მესი მხოლოდ მეოთხეა
ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა „ოპტა“-მ (Opta) ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ხუთი საუკეთესო ფეხბურთელის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლებსაც წლევანდელ სეზონში წარმატებული ფინტებისა და დრიბლინგის ყველაზე მაღალი პროცენტი გააჩნიათ.
ამ მაჩვენებლით ლა ლიგას ლიდერია მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი ტომას პარტეი – 81.8 პროცენტი. რეიტინგში მეორე ადგილი უკავია „ვილიარეალის“ ნახევარმცველს ანდრე ზამბო-ანგისას – 81.1 პროცენტი, მესამეზეა „ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი – 74.5 პროცენტი.
მხოლოდ მეოთხე ადგილზეა „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი, რომელიც თანამედროვეობის ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელად არის მიჩნეული. მისი მაჩვენებელია 67.3 პროცენტი. ხუთეული შეავსო „სევილიას“ ნახევარმცველმა ევერ ბანეგამ 66.1 წარმატებული ფინტით.