მიმდინარე სეზონში დემბელე „ბარსელონას“ მეორე საუკეთესო თავდამსხმელია
ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო, მე-15 ტურში კატალონიურმა გრანდმა „ეიბარს“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა – 1:1.
„ბარსელონას“ ფეხბურთელებიდან ერთადერთი გოლის ავტორი უსმან დემბელე გახდა.
მიმდინარე სეზონში დემბელემ 13 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.
სტატისტიკური მონაცემებით, კატალონიელთა თავდმასხმელს ყოველ 124 წუთში ერთი გოლი გააქვს. ასეთივე გათვლით „ბარსელონას“ რიგებში პირველ ადგილზე ანსუ ფატია – გოლი ყოველ 119 წუთში.