მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი თერთმეტმეტრიანიდან მანჩესტერის ანგარიშზეა

12:46, 12.02.2019

პრემიერლიგის ბოლო ტურში გატანილი სამი გოლიდან, მანჩესტერელებმა ფულჰემს ერთი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაუტანეს. პოლ პოგბა უშეცდომო აღმოჩნდა და იუნაიტედის შესანიშნავი სტატისტიკაც დაფიქსირდა.

მიმდინარე სეზონში, მანჩესტერ იუნაიტედი არის ერთადერთი გუნდი პრემიერლიგაში, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა თერთმეტმეტრიანიდან.

5 გოლი აღნიშნული სტანდარტულიდან პოლ პოგბას ანგარიშზეა. ერთი ჯესი ლინგარდის აქტივში, ხოლო ერთიც ენტონი მარსიალმა გარდასახა გოლად.

შეგახსენებთ, რომ წითელმა ეშმაკებმა კლაუდიო რანიერის გუნდის დამარცხებით ოთხეულში ადგილი დაიმკვიდრეს. უახლოესი მდევრები ლონდონური კლუბები – ჩელსი და არსენალი არიან, რომელთა ჩამორჩენა მანჩესტერულ კლუბთან მხოლოდ 1 ქულას შეადგენს.

შემდეგ ტურში წითლები პრინციპულ მეტოქეს – ჩემპიონობისთვის მებრძოლ ლივერპულს ოლდ ტრაფორდზე უმასპინძლებენ.

მსგავსი