მიმართონ სასამართლოს - საფრანგეთის სპორტის მინისტრმა უკმაყოფილო კლუბებს უპასუხა
„მიმართონ სასამართოს,“ – ასე უპასუხა საფრანგეთის სპორტის მინისტრმა როქსანა მერეჩიანიანუმ კლუბებს, რომლებიც ქვეყანაში ფეხბურთის სეზონის ნაადრევი დასრულებით უკმაყოფილოები დარჩნენ.
2019/20120 წლების სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში კოროვირუსული პანდემიის გამო ნაადრევად დასრულდა. „ლიგა 1“-ში 28 ტური გაიმართა. ფიქსირებული პოზიციების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ, „მარსელი“ და „რენი“ ითამაშებენ, „ლილი“ და „რეიმსი“ – ევროპა ლიგაზე, ხოლო „ამიენი“ და „ტულუზა“ გავარდნენ.
უკმაყოფილოაა „ლიონი“, რომელმაც სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა და 1997 წლის შემდეგ ევროსარბიელის მიღმა პირველად დარჩება, ჩემპიონთა ლიგას თუ არ მოიგებს – ეს კი ფანტასტიკის სფეროდანაა. კლუბმა პსჟ-ს ჩემპიონობა მიულოცა. ამავე დროს, ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება, რაც რამდენიმე ათეულ მილიონ ევროს შეადგენს.
ქალაქ ამიენის მერი ბრიჯიტ ფურე და კლუბ „ამიენის“ პრეზიდენტი ალინ ჟესტიც სასამართლოში ჩივილს აპირებენ – იუწყება „ეკიპი“. ორივე მათგანი კლუბის დაქვეითებას უსამართლობად მიიჩნევს, რადგან დარჩენილი იყო 10 ტური და გუნდს ლიგაში ადგილის შენარჩუნების თეორიული შანსი ჰქონდა.
კლუბებს საფრანგეთის სპორტის მინისტრმა როქსანა მერეჩიანიანუმ უპასუხა.
„თუ მათ სურთ სასამართლოში წასვლა, წავიდნენ. ამ ვითარებაში კმაყოფილებიც იქნებიან და უკმაყოფილოებიც. ყველას მოვუწოდებ, გამოიჩინონ სოლიდარობა და პასუხისმგებლობა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ საზოგადოებაზე. ყველამ საკუთარი დანაკარგის აღიარება უნდა შეძლოს,“ – განაცხადა საფრანგეთის სპორტის მინისტრმა „არ ემ სი სპორტ“-თან (RMC Sport).