ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულში მორიგი მატჩები გაიმართა. ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო ლეიკერსმა. ლოს ანჯელესური გუნდი ამჯერად სტუმრად მილუოკიში, ადგილობრივ ბაქსთან დამარცხდა. მასპინძელთა შორის იანის ანტეტოკუნმპოს ნაცვლად მოედანზე კრის მიდლტონი იყო, რომელმაც 30 ქულით, 10 მოხსნით და 5 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
28 ქულით დაასრულა შეხვედრა ბრუკ ლოპესმა. 23 ქულა ჰქონდა ნიკოლა მიროტიჩს. ლეიკერსის რიგებში ყველაზე მეტი, 35 ქულა, კენტავიუს კალდველ პოუპის ანგარიშზეა. კაელ კუზმამ 17 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს.
შარლოტი – ფილადელფია 114-118
ატლანტა – ჰიუსტონი 105-121
მილუოკი – ლეიკერსი 115-101
მინესოტა – გოლდენ სტეიტი 107-117
საკრამენტო – ბრუკლინი 121-123
კლიპერსი – ინდიანა 115-109