“მილუოკიმ” პლეი ოფების მერვედიფნალურ ეტაპზე სერიაში წონასწორობა აღადგინა. “ჰარის ბრედლი ცენტრში” “ბაგსი” “სელტიკს” რიგით მეოთხე შეხვედრაში დაუპირისპირდა და მეტოქეს დრამატულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით 104-102 სძლია.
გამარჯვების ქულა იანის ანტეტანკუმპომ შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე ჩააგდო და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა. ბერძენი ლეგიონერი მასპინძელთა შემადგენლობაში საუკეთესო იყო (27 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი). 23 ქულით დაასრულა მატჩი კრის მიდლტონმა. 16 ქულა დააგროვა ჯაბარი პარკერმა. ბოსტონელთა შორის 34 ქულით საუკეთესო ჯეილენ ბრაუნი გამოდგა. 21 ქულა ჩაიწერა პირად აქტივში ჯეისონ ტატუმმა.
ამ მატჩის შემდეგ სერიაში ანგარიში 2-2 გახდა. მომდევნო შეხვედრა ბოსტონის “ტი დი გარდენში” 25 აპრილს გაიმართება.