„მილუოკიმ“ „ფინიქსს“ ბოლო მეოთხედში მოუგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [ვიდეო] #1TVSPORT
10:05, 15.07.2021
NBA-ისსუპერფინალის სერია, სადაც ერთმანეთს „ფინიქსი“ და „მილუოკი“ ხვდებიან, საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობს. 15 ივლისს ამ გუდებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელიც „ბაქსის“ გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრის პირველ ნახევარში უპირატესობას არცერთი გუნდი არ ფლობდა და შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გავიდნენ. მესამე მეოთხედში უპირატესობა „სანსმა“ მიიღო და დევინ ბუკერის კარგი თამაშის წყალობით, 6 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში „მილუოკიმ“ 12 ქულით გაქცევა მოახერხა და საბოლოო ჯამში, 109:103 გაიმარჯვა.
მილუოკი – ფინიქსი 109:103
მატჩში საუკეთესო დევინბუკერი იყო, რომელმაც 42 ქულა დააგროვა და NBA-ისპლეიოფების რეკორდი დაამყარა. მან სადებიუტო პლეიოფში, 542 ქულა დააგროვა, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. „ბაქსიდან“ ნამდვილად გამოსარჩევი იყო კრის მიდლტონი, რომელმაც თავის გუნდს ულიდერა და 40 ქულა მოიპოვა, მან ამ მაჩვენებლით პლეიოფების პირადი რეკორდი გააუმჯობესა.
26 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა იანის ანტეტოკუმპომ. ბერძენი კალათბურთელის მომენტებიდან ერთი ნამდვილად გამორჩეული იყო. მისი დაფარება დეანდრე ეიტონის წინააღმდეგ მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია.