მილუოკიმ ფილდელფიაში მოიგო და რეგულარულ სეზონში პირველი ადგილი გაინაღდა
მილუოკიმ ფილდელფიაში მოიგო და რეგულარულ სეზონში პირველი ადგილი გაინაღდა

მილუოკი „ბაქსი“ მიმდინარე რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდია. ვისკონსინელებმა დღეს დილით ფილადელფია 76 სტუმრად 128-122 დაამარცხეს და სამი ტურით ადრე მთლიანად რეგულარულ სეზონში პირველი ადგილი გაინღდეს. მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდს 59 მოგება და 20 წაგება აქვს.

დღევანდელ შეხვედრაში „ბაქსის“ რიგებში კვლავ იანის ანტეტუკონმპო იყო საუკეთესო. ბერძენმა უნივერსალმა 45 ქულა და 13 მოხსნა გააკეთა. მასპინძლეთა შორის ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა ჯოელ ემბიდმა. კამერუნელმა ცენტრმა 34 ქულით, 13 მოხსნით და 13 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა. ფილადელფიასთვის ეს ზედიზედ მესამე მარცხი გამოდგა, თუმცა კლუბი აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს ინარჩუნებს. შეგახსენებთ, რომ რეგულარული სეზონი 11 აპრილს დასრულდება, რის შემდეგაც პლეი-ოფი დაიწყება.

საკრამენტო-კლივლენდი 117-104
ლეიკერსი-გოლდენ სტეიტი 90-108